სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა ჩატარდა

23 ივნისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის თემა, ძირითადად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თვითმმართველობის როლი, არსებულ პრაქტიკა და გამოწვევები იყო. თუმცა საუბარი შეეხო ზოგადად გენდერული თანასწორობის პოლიტიკას, გენდერული ბიუჯეტირების სპეციფიკას, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხს.
‼️მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, გენდერული საბჭოს წევრები მიესალმებიან ფონდ „სოხუმთან“ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივას. მათ ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში გადაიდგა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, ძალადობის პრევენციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში შემთხვევების სტატისტიკა მაღალი არ არის, მათ კარგად ესმით, რომ პრობლემა ხშირად დაფარულია და ამიტომაც კიდევ უფრო რთულია მისი მართვა. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა კოვიდ-19 პირობებში. ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ხშირად ოჯახებში დამძიმებული ფსიქო-ემოციური ფონი და ძალადობრივი გარემო მძიმე სოციალურ პირობებს უკავშირდება და ძალადობისა და კონფლიქტების პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოანია ოჯახების გაძლიერება. ითქვა, რომ მოქალაქეთა საჭიროებების, ადგილობრივი კონტექსტის ადეკვატური აღქმა, ხშირად, არ არის საკმარისი პოზიტიური ცვლილებებისთვის.   საჭიროა სათანადო რესურსები, მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების რეალური პროგრამები, ასევე - მოქალაქეების მზაობა, რომ მიიღონ ცვლილებები

სიახლეები