სიახლეები

სოფელ ოყურეშს ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა

ოყურეშის საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე - დავით ღუდუმიძე, გუბერნატორის მოადგილე - გიორგი გონაძე, სამხარეო ადმინისტრაციაში თვითმმართველობის ორგანოებთან მუშაობის სამსახურის უფროსი - ზურაბ ცაგურიშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მიხეილ მეშველიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ირაკლი სილაგაძე. სტუმრები, ასევე დაესწრნენ სკოლაში გამართულ საახალწლო ზეიმს.