სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა განხორციელდება

შეხვედრას, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, მოადგილე გიორგი გონაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ.
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი მონაწილეობს.
პროექტის მიხედვით ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ საირმის ბუნებრივ სვეტებიან ძეგლთან მისასვლელი ბილიკების რეაბილიტაცია განხორციელდება.
პროგრამის 2020 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონისთვის 329 000 ლარია გათვალისწინებული.
კონკურსის ერთ-ერთი პრიორიტეტია „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა“.
გამარჯვებული პროექტების განხორციელების შემდეგ მოსალონდელი შედეგებია: ბიზნესისა და ვიზიტორებისთვის რეგიონის მიმზიდველობის გაზრდა, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა.
ეს პროგრამა ევროკავშირის თანამედროვე მიდგომების მიხედვით შემუშავებული ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტია

სიახლეები