სიახლეები

ეროვნული გამოცდები დაიწყო საქართველოში

ეროვნული გამოცდები დაიწყო საქართველოში.
დადგა ის დრო,როდესაც ჩვენმა ძვირფასმა ახალგაზრდებმა თავიანთი ცოდნის ღირსეული შეფასება უნდა დაიმსახურონ და ახალი ეტაპი დაიწყონ თავიანთ ცხოვრებაში-წინ ხომ სტუდენტობის დაუვიწყარი წლებია...
განსახვავებულად მოუწიათ წელს მათ,როგორც აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება,მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო,თუმცა ლეჩხუმელი აბიტურიენტებისგან, მათი დიდი მონდომებით და საუკეთესო პედაგოგების ძალისხმევით,სწორედ რომ საუკეთესო შედეგს ველით.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები,სადაც სწავლას განაგრძობთ, თქვენს ცოდნას გააღრმავებენ და საუკეთესო პროფესიონალებად ჩამოყალიბდებით,თქვენი იმედი აქვს ჩვენს ულამაზეს კუთხეს და სამშობლოს.
წარმატებებს გისურვებთ! დიდი სიხარულით დაგეგვირგვინებინოთ თქვენი შრომა,განათლების მისაღებად დაუშურველი,ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო!
           პატივისცემით,
           ავთანდილ უგრეხელიძე,
           ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები