სიახლეები

ბევრს გაგახარებთ ეს ამბავი

ბევრს გაგახარებთ ეს ამბავი!
ჩქუმსა და ქულბაქში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა!
აღნიშნული გზა,რომელიც წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესია ლეჩხუმის ამ ორი ულამაზესი სოფლის მოსახლეობისათვის.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ყველა იმ ლეჩხუმელისთვის და  სტუმრისათვის,ტურისტებისთვის,რომელთაც ხიბლავთ მდინარე ჯონოულის ხეობა,ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,ძველი სალოცავები,უკვე სახელგანთქმული ,,მწვანე ტბა",საოცარი ,,ცივი ქვა",აქაური თბილი და სტუმართმოყვარე ადამიანები.
ჩვენ გპირდებოდით, რომ ეს გზა გაკეთდებოდა ახლო მომავალში,თქვენ ელოდით მოთმინებით.გვიხარია,რომ პირობა შესრულდება და მალე ბეტონის საფარიანი  გზა მოეწყობა.
პროექტის სატენდერო ღირებულება 3 108 095 ლარია,გამარჯვებული შემსრულებელი 6 აგვისტოს გამოვლინდება.პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება
დაგვერწმუნეთ,ყველა სოფლისთვის გვემეტება ასეთი სასურველი გზა.
ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი მოთმინებით და თანადგომით თითოეული სოფლის კეთილდღეობისათვის.

სიახლეები