სიახლეები

,,ზანდურის სახლი" და ხორბლის უძველესი ჯიში ,,ზანდური" ლეჩხუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა

,ზანდურის სახლი" და ხორბლის უძველესი ჯიში ,,ზანდური" ლეჩხუმის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.
,,ზანდურის სახლის" დიასახლისი,უძველესი ხორბლის გამაცოცხლებელი და ახალი სულის ჩამდგმელი სოფელ ღვირიშის მკვიდრი მანონი ახვლედიანი გახლავთ--ქალბატონი ბევრი სხვა ღირსებით,ავტორიტეტით.
შედეგი სახეზეა იმ თავდაუზოგავი შრომისა ,რასაც ეს ქალბატონო სწევდა და სწევს,წარმოუდგენელი ჯაფაა ადამიანისთვის ამხელა საქმის წამოწყება და წარმატების მიღწევა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში, პედაგოგ მანონი ახვლედიანს, უძველესი ენდემური ჯიშის ხორბლის “ზანდურის“ მოსავლის აღებაზე თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი და უცხოელი სტუმრები ესტუმრენ. მანონი ახვლედიანმა, უძველესი ხორბლის ჯიში, რომლის წარმომავლობა რაჭა-ლეჩხუმია, გააცოცხლა, ნათესები დათესა და „ზანდურის სახლით“ დაამშვენა ჩვენი კუთხე. ხორბალი სექტემბერში ითესება და მოსავლის აღება ივლისში ხდება.
სტუმრებს შორის გახლდათ ინგლისელი ნიკოლა, რომელიც ხაბაზია და ინგლისში ხორბლის უძველესი ჯიშების მოყვანითაა დაინტერესებული.
წინა კვირაში ზანდურის სახლს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტუმრობდა,ცოტა უფრო ადრე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,ბევრი ადამიანი,რომლებიც დიდი შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან უკან.
ხომ შეიძლება წარმოვიდგინოთ ულამაზეს ბუნებაში,მშვიდ გარემოში, ოდნავი სიოს დაბერვისას როგორ შრიალებს ზანდურის ყანა,ანდა,იქვე ქართულ ორნამენტებიან ,,ზანდურის სახლში" როგორ ლამაზადაა გამოფენილი ლეჩხუმური ეთნოგრაფიის ნიმუშები,აგრეთვე,მარანი და აივანი,საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება,დაწიკწიკებული ეზო-გარემო...მაგრამ წარმოსახულს თვალით ნანახი აჯობებს ბევრად...ეს იდილიური გარემო გელოდებათ.ეს ლეჩხუმია

სიახლეები