სიახლეები

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა,მათ შორის, ქუჩების ასფალტირება, სპორტული მოედნებიდის რეაბილიტაცია,კეჭნარის სკვერი.
ილია ბეგიაშვილის განცხადებით, "წელს რაჭა - ლეჩხუმზე და ქვემო სვანეთზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში 15 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, აქედან დაფინანსდა 44 პროექტი, თუმცა არის კიდევ 2 პროგრამა რომლითაც ისარგებლებენ მუნიციპალიტეტები.
მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში კოვიდის გამო პრაქტიკულად შეჩერებული იყო ყველა პროექტი, იმდენად კარგად განაახლეს ეს სამუშაოები, რომ ამ სამუშაოების დაახლოებით 60% დამთავრებულია. მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა".
რეგიონში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა სამხარეო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

სიახლეები