სიახლეები

სოფელ ოყურეშთან მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ოყურეშთან მისასვლელ და შიდა სასოფლო გზაზე ცემენტო ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 4 368 109 ლარს შეადგენს, პროექტის ფარგლებში 5კმ ბეტონის საფარის გზა მოეწყობა.
სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე,
პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გუგავასთან ერთად,ადგილზე გაეცნო.

მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა ძალზედ მნიშვნელოვანია ლეგენდარული ,,ხვამლის მთით" და ,,უსახელოურით" სახელგანთქმული სოფლის მოსახლეობისათვის.

სიახლეები