სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების ბიურო გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების ბიურო გაიხსნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ მხარდაჭერით. გერმანიის მთავრობის დავალებით, პროგრამა საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.
გახსნაში მონაწილეობდნენ. პროგრამის დირექტორი დოქტორი ქრისტოფ ბაიერი,
პროგრამის ასისტენტი რაჰელ ფრესტ-ჰელდი, პროექტის ადგილობრივი წარმომადგენელი აკაკი რუხაძე.
მუნიციპალიტეტის მხრიდან სტუმრებს დახვდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
ბიუროს გახსნის შემდეგ სტუმრები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდნენ.შეხვედრაზე მერმა ისაუბრა ლეჩხუმის პერსპექტივებზე,მიღწევებზე,პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს ცაგერის ისტორიული მუზეუმი,,,უსახელოურის" ვენახები და საწარმო სოფელ ოყურეშში, ,,მწვანე ტბა" სოფელ ქულბაქში.
 

სიახლეები