სიახლეები

მუნიციპალიტეტის მერმა და მერის მოადგილემ ახალგაზრდა სპორტსმენს დიდი წარმატება მიულოცეს

ცაგერის სასპორტო სკოლის პერსპექტიულმა ჭაბუკმა ძიუდოისტმა ნიკა ქომეთიანმა დიდ წარმატებას მიაღწია ,მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თურქეთის ქალაქ სამსუნში ჩატარებულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა საპატიო მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი. ეს შედეგი ამ სახეობაში საუკეთესოა ლეჩხუმის სპორტის ისტორიაში. მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანთან ერთად შეხვდა წარმატებულ სპორტსმენს და მიულოცა მიღწეული შედეგი.

სიახლეები