სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფონდი ტასო"-მ მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ,კოვიდ - 19 ეპიდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ჰუმანიტარული დახმარება გადასცა მოწყვლად ოჯახებს

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფონდი ტასო",რომელმაც ჩვენს რეგიონში არაერთი პროექტი განახორციელა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების  მიზნით,პროექტის- "ჰუმანიტარული დახმარება მოწყვლად ოჯახებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ,კოვიდ- 19 ეპიდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად" განმახორციელებელია.
ღვირიშის თემის სოფლებში /ღვირიში,უცხერი,ნასპერში,სანორჩი/ 27 ოჯახს გაეწია დახმარება საკვები პროდუქტებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით/საერთო თანხა 3520ლარი/.
ტვირთი ოჯახებში დაარიგა ფონდის სათემო მუშაკმა ხათუნა ღურჭუმალიძემ,ქალბატონი ხათუნა წარმატებული პედაგოგი და მეწარმეა,იგი სოფელ ნასპერში ცხოვრობს და ,,ლეჩხუმელი დიასახლისის" სახელითაცაა ცნობილი.
ტრანსპორტირებისთვის მას დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,როგორც ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა,ეს დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანია და მადლობას უხდის მერს,ასევე,მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ღვირიშის თემში თამაზ ნემსიწვერიძეს,რომელიც ბოლომდე,ფიზიკური დახმარებითაც კი გვერდით ედგა ამ საქმეში და სოფლის ახალგაზრდებს.
წარმატებებს ვუსურვებთ მათ სასიკეთო საქმეების კეთებაში!

სიახლეები