სიახლეები

„ეს ქვეყანა შენია“ კონკურსში გამარჯვებულ ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, სამოქალაქო კამპანიამ „ეს ქვეყანა შენია“ კონკურსში გამარჯვებულ ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. დაჯილდოება ცაგერის მუნიციპალიტეტის ცენტრში, პოეტ ლადო ასათიანის სახელობის სკვერში გაიმართა.
გამარჯვებულებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა – თემურ ჯალიაშვილმა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი მახათაძემ მიმართეს.
ცაგერის საჯარო სკოლის ორ გამარჯვებულ მოსწავლეს-ლიკა და ლანა ჩაფრავებს, პედაგოგთან,ნინო ნემსიწვერიძესთან ერთად, წამახალისებელი ჯილდო გადაეცათ.
ლიკა ჩაფრავა, რომელიც მეთერთმეტე კლასელია და კონკურსში გამარჯვება საქართველოზე დაწერილი ესეთი მოიპოვა, ამბობს, რომ მოპოვებული ჯილდო პირველ რიგში სამოქალაქოს პედაგოგის – ნინო ნემსწვერიძის დამსახურებაა.
კონკურსში მთელი ქვეყნის მასშტაბით 150-მდე გუნდი მონაწილეობდა, რომლის ძირითადი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და გაძლიერება წარმოადგენს. კონკურსს ევროკავშირი საქართველოს ფარგლებში, კონრად ადენაუერის ფონდი აფინანსებს.

სიახლეები