სიახლეები

ლეჩხუმელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

კიდევ ერთი წელიწადი გავიდა აგვისტოს ავად მოსაგონარი ომიდან...დაკარგული ტერიტორიები,სახლები,კარ-მიდამოები და ყველაზე მწარე-მოკლული შვილები,დაკარგული თაობა...გამორჩეულ მეომრებს მშობლებიც გამორჩეულები ზრდიან ალბათ,რადგან მათთვის ნუგეში და სიამაყეა ის,რომ შვილები გმირები არიან,შვილებმა  სამშობლოსათვის დაკარგეს სიცოცხლე,შვილები მაგალითი და სიმბოლო არიან საქართველოს სიყვარულისა...
ომი,რომელშიც ზოგმა მშობელი დაკარგა,ზოგმა ოჯახის წევრი,ნათესავი,მეგობარი,ჩვენ კი -ქართველი ვაჟკაცები...ეს ომი მარადიული ტკივილია...
დღეს, ტრადიციულად,პატივი მიეგო ლეჩხუმელი გმირის,აგვისტოს ომში,რუსეთის ოკუპაციისგან სამშობლოს დასაცავად თავგანწირული ზურაბ ეფაძის ხსოვნას.
გმირის საფლავი სოფელ ჩხუტელში გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა,თანასოფლელებმა,ლეჩხუმის საზოგადოებამ,ახალგაზრდებმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში,ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

სიახლეები