სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებს ინვალიდთა ეტლები გადაეცათ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების ადამიანებს ინვალიდთა ეტლები გადაეცათ.
ცაგერის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქალები მშვიდობისა და სოლიდარობისათვის" ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა აღნიშნული აქცია.
ეტლები სოფელ ტვიშში,ოყურეშში,ქვედა ცაგერსა და ქალაქ ცაგერში მცხოვრებ ბენეფიციარებს ოჯახებში გადასცეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩაკვეტაძემ.
,,ეს მცირედი,რაც ჩვენ დღეს შევძელით გაგვეკეთებინა,ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების ამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ნაწილისათვის.ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ,გვესმის მათი მდგომარეობა და ყოველთვის გვინდა იგრძნონ ეს,მორალურადაც და საქმითაც.ეტლებს ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ რამდენიმე ადამიანი ელოდება. აქცია პერმანენტული ხასიათისაა,ხვალ ორბელისა და ჩხუტელის თემში განვაგრძობთ დარიგებას, ეტაპობრივად კი ყველა ასეთ ოჯახში მივალთ" --აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ

სიახლეები