სიახლეები

31 დეკემბერს კულტურის ცენტრში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

31 -დეკემბერს 16:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში საახალწლო ღონისძიებების პროგრამით ,,მიუზიკლების თეატრმა'' წარმოადგინა სპექტაკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი'' (დამდგმელი რეჟისორები: ზურაბ ძნელაძე და დარეჯან საღინაძე). დარბაზში იგრძნობოდა მოსწავლე ახალგაზრდობის და ბავშვების სიმრავლე. მხიარულმა საინტერესო წარმოდგენამ ყველა კმაყოფილი დატოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
სპექტაკლის ბოლოს თოვლის ბაბუამ სტუმრებს და ყველა ბავშვს გადასცა საახალწლო საჩუქრები.

სიახლეები