სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბროლაურს სტუმრობდა პროგრამის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, პრეზენტაციაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბროლაურს სტუმრობდა პროგრამის „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, პრეზენტაციაზე.
ჩვენ დღეს ვიწყებთ პროგრამას - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და ცოტა ადრე უნდა დაგვემთავრებინა, თუმცა არაუშავს, კრიზისულ პერიოდში ეს კარგი და ეფექტური ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამბროლაურში, ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სხვადასხვა პროგრამებით განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტების შესახებ.მოუწოდა,მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროგრამებში და გაიკვალოს გზა ფერმერობიდენ და მეწარმეობისკენ.
,,სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან,სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს, სადაც მოქალაქეებს აღნიშნული სერვისების მიღება უკვე შეუძლიათ. იმ მომსახურებების შესახებ, რომლებსაც მოქალაქეები ადგილზე მიიღებენ, მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესაუბრა.
სტუმრებმა დაათვალიერეს რამდენიმე საწარმო რაჭაში.
ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,სხვადასხვა პროგრამებში გამარჯვებული წარმატებული ლეჩხუმში მეწარმეები.

სიახლეები