სიახლეები

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ლეჩხუმელებისა და ლეჩხუმის გულშემატკივრებისთვის

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ლეჩხუმელებისა და ლეჩხუმის გულშემატკივრებისთვის!
გადაწყდა ახალი წყალსადენის მოწყობა,რომელიც სოფლების:ჭალისთავის,წიფერჩის,ბარდნალის,ლარჩვალის და ქვედა ცაგერის მოსახლეობის ნაწილს უზრუნველყოფს სასმელი წყლით.
საქართველოს მთავრობის 19 აგვისტოს N 1578 2020 განკარგულებით ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე გამოიყო თანხა.
მათ შორისაა აღნიშნული წყალსადენი.პტოექტის მთლიანი ღირებულებაა 1 828 549 ლარი.
პროექტი გარდამავალია,მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.
ამ პოსტის წაკითხვისას,ბევრ ჩვენს ძვირფას ლეჩხუმელს თავს შეახსენებს სხვა პრობლემები,რომლებიც მათთან უფრო ახლოსაა და რომლებიც,სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს.
ყველა პირობას,რომელსაც დავდებთ თქვენს წინაშე,ჩვენი მთავრობის დახმარებით,აუცილებლად ვასრულებთ და შევასრულებთ.რასაც გავაჟღერებთ, საფუძველი აქვს და უკვე ამ დონეზე გადაწყვეტილი,მიღწეული მიზანია.
რასაც ვერ გპირდებით საფუძვლიანად ჯერ კიდევ,არ იფიქროთ, რომ იმ პრობლემების გადასაჭრელად არ ვმუშაობთ.თქვენი უფლებაა შეგვახსენოთ რაც გაწუხებთ.ზოგი რამ დროში ჭიანურდება,მაგრამ საბოლოო წარმატებული შედეგი ყველას ყველაფერს გვავიწყებს.
დიდი მადლობა თქვენ,მოთმინებისა და თანადგომისათვის!

სიახლეები