სიახლეები

ერთი ლამაზი,სამახსოვრო დღე ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში.

ერთი ლამაზი, სამახსოვრო დღე ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში.    დღევანდელი,ტრადიციად ქცეული ღონისძიება,,წიგნებს არდადეგები არ აქვს,, საბავშვო ბიბლიოთეკის ყოფილ გამგეს ქალბატონ თამარ ტვილდიანს,მის 41წლიან ღვაწლს მიეძღვნა.                                                      
  ქალბატონი თამარი ქალიშვილთან და პატარა შვილიშვილთან ერთად ესტუმრა ბიბლიოთეკას-მისი ქალიშვილი,ქეთი ხვისტანი საოცრად თბილი გულისხმიერი ექიმია.   ღონისძიების მონაწილე ბავშვებმა გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები იმ წიგნებიდან,რომლებსაც ზაფხულის განმავლობაში გაეცვნენ, წარმოგვიდგინეს საყვარელი პერსონაჟები.           იყო ქართული ლექსი და სიმღერა.ჩვენთვის იმღერა ანდრია ხაბულიანმა.   ღონისძიების მონაწილეებს მთავარი ბიბლიოთეკის სახელით სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.   
მთავარი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბელა საღინაძე გულთბილად მიესალმა საპატიო სტუმარს და სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადასცა.ისაუბრა მის ღვაწლსა და ბიოგრაფიაზე.
ასეთი შემეცნებითი დატვირთვის,თბილი და ამასთანავე განმტვირთველი ღონისძიებები ფრიად სასიამოვნოა ჩვენი საზოგადოებისთვის,მომავალი თაობისთვის.
მადლობა და ბევრი წარმატება ბიბლიოთეკის კოლექტივს!

სიახლეები