სიახლეები

სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დაიწყება

სოფელ ორბელში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
ამ ეტაპზე სამუშაოები შესრულდება ე.წ. ,,ჩერალის" უბანში და ,,სვანიძეების უბანში.
საქართველოს მთავრობის 19 აგვისტოს N 1578 2020 განკარგულებით ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე გამოიყო თანხა.
მათ შორისაა აღნიშნული გზა.პროექტის მთლიანი ღირებულებაა 623 587 ლარი.
პროექტი გარდამავალია,მიმდინარე წელს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება.
აღნიშნული პროექტი გაცილებით გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურის სოფელ ორბელში.
მოსახლეობას ბევრ სოფელში ყველაზე მეტად ათეული წლების მანძილზე მოუწესრიგებელი გზები და წყლის პრობლემა აწუხებთ.ამ პრობლემების მოგვარება,ფაქტია,რომ გვახარებს...და ვისაც ახარებს,კვლავაც გავახარებთ სასიამოვნო ამბებით!

სიახლეები