სიახლეები

ლეჩხუმში დიდი ღვთისმეტყველის,მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღინიშნა

ლეჩხუმში დიდი ღვთისმეტყველის,მსოფლიო მართლმადიდებლობის უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნა.
 ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ სტუმარ მღვდელმთავრებთან-ტყიბულის და თერჯოლის მიტროპოლიტ გიორგისთან,ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან,ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან და ჭყონდიდელ ეპისკოპოს გრიგოლთან ერთად, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა აღავლინა,საიდანაც მრევლმა და სასულიერო პირებმა მურში,დიდი წმინდანის საფლავზე ლიტანიობით გადაინაცვლა.საპატიო დერეფანში საქართველოს დროშებით იდგნენ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები.
მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილები განისვენებს,პარაკლისი აღევლინა.
სტუმრად ჩამობრძანებულ მომლოცველებთან,ადგილობრივ მრევლთან ერთად წმინდანის საფლავზე მოილოცეს რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,მერის მოადგილემ გიორგი მახათაძემ.
ლეჩხუმელების ძალზედ საყვარელი დღესასწაულია ,,მაქსიმობაა".
ამ დიდებული ადგილიდან გილოცავთ ,,მაქსიმობის'' დღესასწაულს.წმინდა მაქსიმეს მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!
"თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი".
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

სიახლეები