სიახლეები

ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო,აწ უკვე პირველკურსელებო!

ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო,აწ უკვე პირველკურსელებო!
გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას,გილოცავთ სტუდენტობას.
მეც,თქვენთან ერთად, გაფაციცებით ვადევნებდი თვალს თქვენს მიღწევებს,თუ როგორ ულოცავდით დღეს ერთმანეთს,გილოცავდნენ მთელი გულით.
არც ერთი თქვენგანი ჩემთვის უცხო არ ხართ,ყველამ დამამახსოვრეთ თავი,როგორც აქტიურმა,წარმატებულმა მოსწავლეებმა,სხვადასხვა წარმატებულ პროექტსა თუ ღონისძიებაში ჩართულობით, გამჭრიახობით...ყველა სკოლიდან,გიმნაზიიდან...
თქვენი საუკეთესო პედაგოგების და მშობლების დიდი დამსახურებაცაა,რომ ყველა თქვენგანმა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების კარი შეაღო,საუკეთესო რეიტინგით.მიუხედავად განსხვავებული სასწავლო წლისა,თქვენ ეს შეძელით!
თქვენ ხართ მაგალითი მომავალი თაობებისთვის,რომ ცოდნა არ იკარგება,ცოდნა ახარებს პირველ რიგში თქვენს გულებს და შემდგომ დიდი მწვერვალებისკენ გიხსნით გზებს.
გილოცავთ,თქვენს პედაგოგებთან და გულშემატკივრებთან ერთად,წინ იარეთ,არ გაჩერდეთ- თქვენი,ლეჩხუმის და საქართველოს საკეთილდღეოდ!
        ავთანდილ უგრეხელიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები