სიახლეები

სამწუხაროდ, ლეჩხუმშიც შემოაღწია პანდემიამ!

სამწუხაროდ, ლეჩხუმშიც შემოაღწია პანდემიამ!
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-ლაჯანასა და სპათაგორში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდასტურდა.
ლეჩხუმმა დაკარგა ამ დრომდე შენარჩუნებული ,, მწვანე ზონის" სტატუსი.
 ცნობილია, რომ აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ თბილისში, ქორწილში.მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა.აქტიურად მუშაობენ ეპიდემიოლოგები.შემდგომი ნაბიჯებიც ამის შემდეგ განისაზღვრება.
გთხოვთ,გაგებით და მშვიდად მოვეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას.სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.
განსაკუთრებით დავიცვათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.როგორც გვაფრთხილებენ,ვირუსი კვლავ ჩვენ გვერდითაა,ყურადღების მოდუნებით კი მხოლოდ ასეთ არასახარბიელო შედეგებს უნდა ველოდეთ.
სწორედ ფართომასშტაბიან ქორწილებს და თავყრილობებს უკავშირდება ბევრი შემთხვევა,თავშეკავება გვმართებს.
მოვუფრთხილდეთ საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობას.
ავთანდილ უგრეხელიძე,
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი

სიახლეები