სიახლეები
ძლიერი წვიმის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში,სოფელ ,,ლაშიჭალისკენ" მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მანქანა მოიყოლა
ძლიერი წვიმის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში,სოფელ ,,ლაშიჭალისკენ" მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მანქანა მოიყოლა.წაღებულია ხიდები.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილები მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.


