სიახლეები
გვაქვს ამ დროისთვის კარგი ამბავი
გვაქვს ამ დროისთვის კარგი ამბავი!
456 ადამიანზე ჩატარებულ PCR ტესტის პასუხს ველოდებოდით ცაგერის მუნიციპალიტეტში და ყველა პასუხი,საბედნიეროდ,უარყოფითია,
დადასტურებულია ოფიციალურად.
თუმცა,ჩვენო ძვირფასო ადამიანებო,ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თქვენი დახმარებით ,ჩვენი სისტემის ყველა რგოლის კოორდინირებული მუშაობით,იმედი გვაქვს,კვლავ შევინარჩუნებთ ასეთ მდგომარეობას.
მაქსიმალურად მოვერიდოთ ყველა სახის თავყრილობას,გამოვიყენოთ პირბადეები,დავიცვათ სოციალური დისტანცია მაღაზიებში,აფთიაქებში,ბანკებში,მომსახურეობის ცენტრებში,საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე.
შევასრულოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.
რაიმე დამახასიათებელი სიმპტომის შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას
გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობას,განსაკუთრებით რისკ-გუფის ადამიანებს.
გვიგულეთ თქვენს გვერდით!
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ავთანდილ უგრეხელიძე
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.


