სიახლეები

ლაილაშის და თაბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვაის ტენდერი გამოცხადდა.

ლაილაშის და თაბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვაის ტენდერი გამოცხადდა.
ისტორიულ სოფელ ლაილაშს,რომელიც სამი ერის წარმომადგენლების სამშობლოდ ითვლება და მართლმადიდებლური და სომხური ეკლესიები,ებრაული სინაგოგა აქ დღემდეა შემორჩენილი,ისტორეული ბულვარითა და სახელგანთმული ოქრონიშით,აგრეთვე,ულამაზეს თაბორს,რომელიც ფერისცვალების დიდებული სალოცავითაა ცნობილი, და დაუვიწყარი ადგილებით და ბუნებით-- საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდება.
გზის პრობლემა აღარ ექნება ამ სოფლების მოსახლეობას.ბევრი ღირსეული,ავტორიტეტული პიროვნება და საზოგადო მოღვაწე გამოზარდა ამ ორმა ლამაზმა სოფელმა.ლეჩხუმის ყველა სოფელი ხომ თვითმყოფადი და თავისთავად საგანძურია.
სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მოეწყობა ცემენტო-ბეტონის საავტომობილო გზა,წყალამრიდი მილებით,გაბიონებით,საყრდენი კედლით და სხვა საჭირო მოწყობილობით.
შემსყიდველი გახლავთ მუნიციპალური განვითარების ფონდი.
პროექტის საწყისი ღირებულებაა 5 509 175 ლარი
ტენდერის შედეგები 1 ოქტომბრისთვის გახდება ცნობილი.
პროექტი გარდამავალია და 12 თვეში უნდა დასრულდეს.
გზების რეაბილიტაციის პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტში გრძელდება და ეტაპობრივად ყველა სოფელს მოიცავს.

სიახლეები