სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) კონსულტანტთა ჯგუფთან - ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Groupe Huit-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) კონსულტანტთა ჯგუფთან - ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Groupe Huit-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ჯგუფი მუშაობს შემდეგ საკითხებზე: ▪რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის და აბასთუმანის ზონის ტერიტორიული დიაგნოსტიკა;
განვითარების სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიკაცია;
სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად განვითარების პროექტის შემუშავება AFD-სათვის. სტუმრებმა დაათვალიერეს რძის გადამამუშავებელი საწარმოები ,,გვესოს ფერმა" სოფელ გვესოში და ,,ჭრელა" სოფელ ლასურიაშში,მოინახულეს უსახელოურის ვენახები და მარანი,გაეცნენ ლეჩხუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას- ,,მწვანე ტბას" სოფელ ქულბაქში.
სტუმრებს მუნიციპალიტეტის მხრიდან მასპინძლობას უწევდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა.
საფრანგეთის განვითარების სააგენტო საქართველოში 2012 წლიდან საქმიანობს. მისი საქმიანობა ვრცელდება შემდეგ სფეროებზე: სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარება, სუფთა და განახლებადი ენერგია, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, წყალმომარაგება და წყალარინება.

სიახლეები