სიახლეები

გამოცხადებულია ტენდერი,რომელიც განსაკუთრებით აღვის თემის მოსახლეობას დააინტერესებს.

გამოცხადებულია ტენდერი,რომელიც განსაკუთრებით აღვის თემის მოსახლეობას დააინტერესებს.
დღითიდღე უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა ცაგერის მუნიციპალიტეტში:გვაქვს დასრულებული წარმატებული პროექტები,რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს ან იწყება ასფალტო-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა,წესრიგდება წყალმომარაგება.
გამოცხადდა ტენდერი სარეწკელა-ზედა აღვის გზის რეაბილიტაციის და ქვედა აღვის ე.წ. ,,ველებიგორის" 70-მდე კომლის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტების დამუშავებაზე.
წარმოდგენილი და მიღებულია პროექტი,რომელიც გათვლილია ზედა აღვის სასმელი წყლით უზრუნველყოფაზე.
გზა და წყალი ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.
ამჯერად,წარმატებას ვუსურვებთ აღვის პროექტების განხორციელებას.
ახალი, სასიკეთო პროგრამების განხორციელების პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლავ აქტიურად გრძელდება.

სიახლეები