სიახლეები

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის კიდევ ერთი წარმატება

დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის კიდევ ერთი წარმატება
დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის ტერიტორიაზე დაცულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებს - ,,დეხვირის ციხეთა კომპლექსს’’ მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია საქართველოს მთავრობის ა.წ. 27 აგვისტოს დადგენილებით (# 533, ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია).
ეს ძალიან მნიშვნელოვანია მუზეუმისათვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის კი დიდი პერსპექტივების მქონე გადაწყვეტილებაა.
მისასალმებელია, რომ ადგილობრივი, სამხარეო ხელმძღვანელობა და პარლამენტის ჩვენი რეგიონის დეპუტატი გოჩა ენუქიძე ყველანაირად მხარს უჭერს დეხვირის მუზეუმის ინოვაციურ წამოწყებებს.
ლომის წილი უდევს ამ საქმეში დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის დირექტორს გიორგი გასვიანს.
ვულოცავთ ლეჩხუმის მოსახლეობას ამ მნიშვნელოვან და დიდ წარმატებას.

სიახლეები