სიახლეები
გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები
გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა COVID-19-ის პრევენციასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელთა შინაარსი მორგებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია დაწყებითი განათლების საფეხურის ბავშვებისთვისაც. გამარტივებული ტექსტები და ილუსტრაციები გადმოსცემს შემდეგ თემებს:
1. როდის არის აუცილებელი ხელების დაბანა.
2. როგორ დავიბანო ხელები სწორად.
3. როგორ დავიცვა თავი კორონა ვირუსისგან.
4.ფიზიკური დისტანცია.
5. რა არის კორონა ვირუსი.
6. დახველება/დაცემინების წესები


