სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში მეჩვიდმეტე საუკუნის ტაძარი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერში მეჩვიდმეტე საუკუნის ტაძარი განახლდა საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტის მარგარიტა ირემაძის შემოწირულობით და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით და დახმარებით.
დღეს ტაძარი საზეიმოდ აკურთხა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ.ტაძრის გახსნაზე ადგილობრივ მრევლთან ერთად იმყოფებოდა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის შვილი,მამა კვირიკე რობაქიძე,ქუთაისის ილარიონ ქართველის ტაძრის იღუმენი,რომელიც მისივე აგებულია. ასევე,
აშენებული აქვს ობშკვითის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.
ძველის და ახლის საოცარი სინთეზია აქ,ამ უმშვენიერეს გარემოში.
საკუთარი კუთხის,სოფლის,უფლის სიყვარულმა ასეთი დიდებული საქმე გააკეთებინა ემიგრანტ ქალბატონს.
წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს გილოცავთ!

სიახლეები