სიახლეები
საქართველის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა
აფხაზეთის ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განადგურებამდე მიიყვანა საქართველოს ულამაზესი მხარე,საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია ადამიანები.
ჩვენ ლეჩხუმელი გმირებიც გვყავს-მამულისთვის თავგანწირული აფხაზეთის 16 გმირი.
საქართველის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი სოფელ ჩხუტელში ყვავილებით შეამკეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ,მერიის განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი კვირიკაშვილმა,ვეტერანებმა,ლეჩხუმის მოქალაქეებმა.
პატივი მიაგეს გმირების უკვდავ ხსოვნას.


