სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექნილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექნილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე იმსჯელეს ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის პარალელურად, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
 რეგიონში შემომსვლელი მოქალაქეების ეფექტური მართვის მიზნით, დამატებითი ფუნქციები დაეკისრათ ბლოკპოსტებზე მომუშავე პირებს, რომლებიც გარდა თერმოსკრინინგისა უზრუნველყოფენ ვირუსის ფართო გავრცელების რეგიონებიდან შემოსულ მოქალაქეთა აღრიცხვას და მათი შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. პარალელურად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ქოლცენტრები რომლებიც უზრუნველყოფენ რისკის ზონებიდან შესული პირების სატელეფონო გამოკითხვას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ვირუსის სიმპტომატიკის არსებობის შესახებ.
ასევე შტაბის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა მიერ პირბადის ტარების მონიტორინგს მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
სხდომას სახელმწოფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

სიახლეები