სიახლეები
საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის“ გაყვანის და „ლაჯანური-წყალტუბოს“ გაყვანის პროექტების გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაიმართება 2020 წლის 23 ოქტომბერს
ორჯაჭვა 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის“ გაყვანის და 500კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ლაჯანური-წყალტუბოს“ გაყვანის პროექტების გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაიმართება 2020 წლის 23 ოქტომბერს. ორჯაჭვა 220კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის“ პროექტზე საჯარო განხილვა გაიმართება - 14:00 საათზე, ხოლო 500კვ ერთჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ლაჯანური-წყალტუბოს“ პროექტზე - 15:30 საათზე.
გზშ-ის ანგარიშებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების, ZOOM-ის აპლიკაციის გამოყენებით. გზშ-ის ანგარიშების საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკები -https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28074; https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/28075 ).
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
Zoom meeting ID - 830 6015 0246
Join Zoom Meeting - https://us02web.zoom.us/j/83060150246


