სიახლეები

ცაგერის სამხატვრო სკოლის 2007-19 წლის კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

ცაგერის სამხატვრო სკოლის 2007-19 წლის კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
გამოფენის ორგანიზატორი გახლდათ სამხატვრო სკოლა/ხელმძღვანელი გია დავითულიანი/.
იმთავითვე უნდა აღინიშნოს,რომ კულტურული ღონისძიება არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე,ყველა რეკომენდაციის მაქსიმალური დაცვით იყო ორგანიზებული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე გიორგი მახათაძე,სურათების ავტორი მხატვრები-ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები,ლეჩხუმის საზოგადოება.
გამოფენაზე სიმბოლური ტორტი გაჭრა სამხატვრო სკოლოს თანამშრომელმა ია კისიევმა.
ახალგაზრდა მხატვრებს მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ახალი არაა,რომ ლეჩხუმის საზოგადოებისთვის კულტურული საზრდო ფრიად მნიშვნელოვანია.
ეს იყო ერთი უდავოდ შემოქმედებითი და გამორჩეული დღე.

სიახლეები