სიახლეები

ცაგერში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი დროებით შეაჩერა

„ცაგერის მუნიციპალიტეტში სკოლამდელმა დაწესებულებებმა მუშაობა 1 დეკემბრამდე დროებით შეაჩერეს“,- ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა განუცხადა.
ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება სამხარეო და ადგილობრივმა ხელისუფლებამ პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე ერთობლივად მიიღო.
„რაც შეეხება ბავშვების საკვებს,- ნოემბრის თვის საკვებ პროდუქტებს ყველა აღსაზრდელი სახლში მიიღებს. მუშაობის შეჩერება არის დროებითი პრევენციული ღონისძიება და როგორც კი არსებული მდგომარეობა მუშაობის განახლების საშუალებას მოგვცემს, ბაღები კვლავ გაიხსნება“,-განაცხადა მარინა ბურჯალიანმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 16 საბავშვო ბაღია 250 აღსაზრდელით.

სიახლეები