სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ცაგერის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა. საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მაგალითი, მსოფლიოს ათ სხვა ქვეყანასთან ერთად, შევიდა საერთაშორისო გამოცემაში „მთის მდგრადი განვითარების სერია“, რომელიც შვეიცარული ორგანიზაციის „Centre for Development and Environment“, ბერნის უნივერსიტეტისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით მომზადდა.
სტატიაში წერია UNDP საქართველოს და ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შესახებ. ცაგერი არის პირველი მუნიციპალიტეტი, რომელთანაც UNDP-მ გააფორმა ხელშეკრულება.
,,პანდემიის მიუხედავად ტურიზმი რჩება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტად,თუმცა,ლეჩხუმს ჯერ კიდევ სჭირდება პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ"--აღნიშნავს სტატიაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი.
სტატიის ავტორები არიან თიკო ტყეშელაშვილი და მაგდა ნოვაკოვსკა.

სიახლეები