სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულდა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული გარე განათების მოწყობის სამუშაოები.
არჩევანი იმის შესახებ ,თუ რომელი პროექტი განხორციელდებოდა კონკრეტულ სოფელში,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით,გააკეთა მოსახლეობამ სოფლის საერთო კრებებზე.
გარე განათება 2020 წელში მოეწყო შემდეგ სოფლებში:ზარაგულაში,შუა აღვში ჩაიდერის უბანში,წიფერჩში,ლარჩვალში,ლასხანაში,ღვირიშში,დოღურაშში,ზუბში,ჩქუმში,ქულბაქში,ბარდნალაში,სანორჩში,ზედა და ქვედა ლუხვანოში,ჩხუტელში,აჭარაში,ზოგიშში,ჭალისთავში,ლაილაშში,ორხვში,ქორენიშში,ქვედა საირმეში,ქვედა ცაგერში/დაშნიანის ქუჩა/,სოფელ ლეშკედაში კი დაზიანებული სადენები შეიცვალა ახლით.
გარე განათების სრულად მოწყობა ზოგ სოფელში არ დასრულებულა მიმდინარე წელს.მოსახლეობას შემდეგ საერთო კრებებზე კვლავაც შეუძლიათ ეს საკითხი დააყენონ და გაგრძელდეს სამუშაოები სხვა მონაკვეთებზე,რაც კიდევ უფრო გაანათებს ლეჩხუმის სოფლებს.


