სიახლეები

,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის’’ მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება

ცაგერის მუნიცპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის’’ მოსამზადებელი სამუშაოები . 2019 წლის 17 იანვარს მუშა-ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ბრძანებით (თავმჯდომარე მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე) განიხილეს საორგანიზაციო საკითხები. სოფლის კრებები, კონსულტაციები ჩატარდება 2019 წლის 27 იანვრიდან 5 თებერვლის პერიოდში.
კრებების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო, ცენტრალური სტრუქტურების, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები. ადმნისტრაციული ერთეულების მიხედვით განისაზღვრა კრებების/კონსულტაციების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები. განხილული იქნა სოფლებიდან, დასახლებული პუნქტებიდან წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები.

სიახლეები