სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ჩვენს რეგიონში,
ინფრასტრუქტურული პროექტები, მიუხედავად პანდემიისა, უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისი უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხორციელდება.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა , ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ უგრეხელიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან-გიორგი მახათაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული ობიექტებზე სამუშაოების მიმდინატეობის პროცესი დაათვალიერეს:
სოფელ სპათაგორში სოფლის ცენტრის, სკოლისა და ლეშკედის მიმართულებით საავტომობილო გზა რებილიტირდება.
პროექტის ღირებულება 372439.63 ლარს შეადგენს და მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება.
აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია სოფელ ორბელში, ზედა ორბელის, ჩერალისა და სვანიძეების უბანში, რომელიც გარდამავალი პროექტია და მომავალი წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის
618586 ლარია გამოყოფილი.
ასევე, რეაბილიტირდება სოფელ უსახელოში სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზაც, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და რისთვისაც 159032.9 ლარია განსაზღვრული.
აღნიშნული პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება,რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სიახლეები