სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 2020 წელს სხვა პროექტებთან ერთად განხორციელდა სასოფლო გზების აღდგენისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" 2020 წელს სხვა პროექტებთან ერთად განხორციელდა სასოფლო გზების აღდგენისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.
შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შემდეგ სოფლებში : ოფიტარაში,შუა აღვში, სპათაგორის ორ უბანში, ღვირიშში(გორა ღვირიშის უბანში), ჭალისთავში(გუმარეშის უბანში), ლესინდში(სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მიმართულებით), ნასპერში(ირემაძეების უბანში),სოფელ ღუში,ლაცორიაში,სურმუშში ცალკეულ უბნებში,მახურაში, ლახეფაში, უსახელოში,აგრეთვე,ზარაგულა-ლუხვანოს სასოფლო გზის მონაკვეთზე.
სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები განხორცირლდა შემდეგ სოფლებში:მახურაში, ნაკურალეშში,აღვში, ლეშკედაში,გაგულეჩში, ჭალისთავში.
აღნიშნული პროექტები მოსახლეობის მიერ სოფლის საერთო კრებებზეა შერჩეული.იმედი გვაქვს,მათი შესრულება შედარებით გააუმჯობესებს სოფლების საგზაო ინფრასტრუქტურას.

სიახლეები