სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 251 აღსაზრდელს პროდუქტის ნობათი ოჯახებში გადაეცემათ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და სკოლამდელი და სკოლის გარეშე სამსახურის (ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი) ორგანიზებით ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 251 აღსაზრდელს პროდუქტის ნობათი ოჯახებში გადაეცემათ .თითოეულ ბავშვზე 70 ლარიანი პაკეტი მომზადდა,რომელშიც შაქარი, კარაქი, ზეთი, კვერცხი, საქონლის ახალი ხორცი, ქათმის ფილე, კარტოფილი, ორცხობილა და ბურღულეული შედის.
პანდემიის გამო,მოგეხსენებათ,საბავშვო ბაღები ორი თვეა არ ფუნქცირებს.
 ,,დღეს პროდუქტს,რომლითაც ბაღებში ბავშვების საკვები უნდა დამზადებულიყო,პანდემიის გამო,მშობლების ხელით ოჯახებში მიიღებენ ჩვენი პატარები,ეს მათი კუთვნილებაა.სიმბოლურია,რომ აქცია ბარბარობის დღესასწაულს დაემთხვა,წმინდა ბარბარე ხომ ყველაზე მეტად ბავშვებს მფარველობს.გილოცავთ ყველას ამ დღესასწაულს,სიმშვიდე,ჯანმრთელობა,სიხარული შემოეტანოს თქვენს ოჯახებში წმინდა ბარბარეს"--აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები