სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასრულების პროცესშია საავტომობილო გზების რეაბილიტაცია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასრულების პროცესშია საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, იმ მონაკვეთებზე,სადაც მიმდინარეობს სამუშაოები, ბეტონის საფარი იგება.
სოფელ ორბელში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ჩერალისა და სვანიძეების უბანში./თანხა- 618 586ლარი.შემსრულებელი შ.პ.ს ,,მეკა"/.
სპათაგორში სოფლის ცენტრის და სკოლის მიმართულებით მიმდინარეობს საავტომობილო გზების რეაბილიტაცია./ თანხით 372 439.63ლარი.შემსრულებელი შ.პ.ს ,,ელიტ ბილდერს გრუპი"/.
მიმდინარეობს უსახელოს ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები/ თანხით 159 ათასი ლარი.შემსრულებელი შ.პ.ს ,,ევრო ტექნიქსი"/.
სამუშაოების შესრულების ხარისხი კონტროლდება მხარის, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ.

სიახლეები