სიახლეები

ცაგერის N2 საბავშვო-ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

21 იანვარს სასწავლო პროცესი განახლდა N2 საბავშვო-ბაღში,სადაც მიმდინარეობდა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.განახლდა საბავშვო ოთახები,სამუსიკო დარბაზი, სამზარეულო, სველი წერტილები,კეთილმოეწყო ეზო,რაც ხელს შეუწყობს სწავლა-აღზრდის პროცესს N2 საბავშვო ბაღში.
 გახსნას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარიკა კოპალიანი, ადგილობრივი მთავრობისა და სკოლამდელი და სკოლისვგარეშე სააღმზრდელო ცენტრის წარმომადგენლები,მშობლები, პედაგოგები და აღსაზრდელები.

სიახლეები