სიახლეები

ლეჩხუმში არის პატარა სოფელი, ბარდნალა

ლეჩხუმში არის პატარა სოფელი, ბარდნალა. იგი ცაგერიდან ერთი გარბენის მანძილითაა მოშორებული. აქ, ფერდობზე, დღესაც დგას ხის იმერული ოდა-სახლი. ეზოში კი ხეხილის ხეები ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულან. ჭიშკრის გაღებისთანავე ხასხასა მწვანე მოლი შემოგანათებს თვალებში. ახლა აქ დიდი პოეტის პატარა მუზეუმია მოთავსებული. ადრე სოფლის მასწავლებლის, მელიქსედეკ ასათიანის, ოჯახში დღენიადაგ ხმაური ისმოდა - სიცოცხლე დუღდა და ოჯახს ორი ვაჟისა და ქალიშვილის ჟრიამული ატკბობდა.
ახლა ზამთარია...იშვიათად იღება მუზეუმი კარები...
,,ლადო ასათიანის გადასვენება მთაწმინდაზე" მიხედვით.

სიახლეები