სიახლეები

ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მომზადების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

 
ცაგერის მერიაში მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ უგრეხელიძის ხელმძღვანელობით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მომზადების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, სოფლის კრებების მომზადება-ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ.
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა სოფლებიდან წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები. ამომწურავი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საპროექტო წინადადებების შერჩევის, კრებების მოწვევის, სამუშაო პროექტების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. მერიის სამსახურებს მიეცათ კონკრეტული დავალებები.
 
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები 27 იანვრიდან 5 თებერვლამდე ჩატარდება.

სიახლეები