სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური აცხადებს ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსს თემაზე - ,,მე მიყვარს ლეჩხუმი“

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური აცხადებს ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსს თემაზე - ,,მე მიყვარს ლეჩხუმი“
პროექტის მონაწილეები: ცაგერის მუნიციპალიტეტის 14 - იდან 29 - წლამდე ახალგაზრდები.
პროექტის მიზანი: მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობაში შემოქმედებითი უნარების გამოვლენა, ნიჭიერი შემოქმედი ახალგაზრდების წარმოჩენა.
პროექტის შინაარსი: შემოქმედებითი კონკურსის პროგრამით მოხდება წარმოდგენილი საუკეთესო (საკუთარი)- ლექსის, საუკეთესო პროზაული ნაწარმოების (მოთხრობა, ჩანახატი, მინიატურა, ესე) და საუკეთესო ნახატის გამოვლენა, შერჩევა ,პროექტში ჩართული ახალგაზრდების წახალისება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ცაგერის მუნიციპალიტეტის 14 დან 19 წლამდე ახალგაზრდებს.
პანდემიის გათვალისწინებით საკონკურსო ნამუშევრები იგზავნება შემდეგ ელ. მისამართზე info.cageri@gmail.com
ნამუშევრები შეფასდება ნომინაციების მიხედვით სპეციალური ჟიურის მიერ. პროექტის განხორციელების ვადა: 15 თებერვალი 15 მარტი.
კონკურსის მონაწილე ახალგაზრდები დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით. საუკეთესო ნამუშევრები გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე.
პროექტის სპონსორები: ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური პირი, ან კერძო სტრუქტურა.

სიახლეები