სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე 2021 წელს განაგრძობს სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებას

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე 2021 წელს განაგრძობს სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებას.ეს პროგრამები გახლავთ:
უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება. (გარდა შაბათ-კვირისა).
ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება.
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები უსახლკარო ბენეფიციართა მატერიალური დახმარება.
დიალიზზე დამოკიდებული პაციენტთა დახმარება.
სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება.
მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.
ორსულთა დახმარება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მატერიალური დახმარება.
მატერიალური დახმარების გაცემა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მარტოხელა მოქალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების დაფინანსებისათვის;
ომის ვეტერანთა დახმარებები.
მარტოხელა მშობლის ფულადი დახმარება.
ობოლი ბავშვების ფულადი დახმარება.
ხანდაზმულთა ფულადი დახმარება.
ჩერნობილის ატომური აფეთქების და 1989წლის 9აპრილის დროს დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობა.
უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის საშობაო, სააღდგომო საჩუქრებით დახმარება.
აღნიშნულ დახმარებებს ღებულობს მუნიციპალიტეტის ყველა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მაცხოვრებელი,რომელიც წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას.
,,ვცდილობთ, ჩვენი სოციალური პროგრამები დღითიდღე უფრო მოქნილი გახდეს და დავეხმეროთ ყველა იმ ადამიანს,რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ თანადგომას.სწორედ მათზეა აღნიშნული პროგრამები მორგებული.ვცდილობთ,არ დაგვეჩაგროს ლეჩხუმში მცხოვრები ის ადამიანები,რომლებიც განსაკუთრებით ფაქიზ მოპყრობას იმსახურებენ"-აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები