სიახლეები

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს შერჩეულ იქნა ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული ორი პროექტი

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს შერჩეულ იქნა ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული ორი პროექტი.
 პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში და გულისხმობს ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტექნიკის შეძენას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების, პრევენციისა და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის.
2021 წლის 12 თებერვალს საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში - ბატონმა იმამურა აკირამ და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა - ბატონმა ავთანდილ უგრეხელიძემ.
პროექტები ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფებისადმი ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადობის შემცირებას და ამასთანავე, გააძლიერებს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობებს კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფეტურად დაძლევის მიზნით. გრანტების მოცულობა: 70,500 აშშ დოლარი.
,,დიდ მადლობას ვუხდი ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით იაპონიის საელჩოს,იაპონიის მთავრობას,იაპონელ ხალხს ამ დიდი თანადგომისათვის.ტექნიკა,რომელიც ასე სჭირდება ლეჩხუმს,ძალიან მალე იქნება შეძენილი და ბევრი პრობლემა შედარებით იოლად მოგვარდება მისი გამოყენებით"-აღნიშნა ავთანდილ უგრეხელიძემ.

სიახლეები