სიახლეები

16 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში

16 თებერვალს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში.
 მთავარი თემა გახლდათ ,,სოფლის მხარდაჭერის" სახელმწიფო პროგრამა.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზურაბ ხეცურიანმა.
განხილულ იქნა პრობლემები,რომლებიც წარმოიშვა გასულ წელს, პროგრამის განხორციელების პროცესში.გაიცა რეკომენდაციები.
პროგრამის პრიორიტეტები იგივეა,რაც გასულ,2020 წელს-გზა,წყალსადენი,გარე განათება და სხვა.
მთავარია,მოსახლეობის აქტიური ჩართულობა პროექტების შერჩევისას.
დაწყებულია წინადადების მიღება მერიაში ტერიტორიული ერთეულებიდან, რაც გაგრძელდება 28 თებერვლის ჩათვლით.
სოფლის საერთო კრებები,სადაც საბოლოოდ გადაწყდება განსახორციელებელი პროექტები,დაიწყება 1 მარტიდან და დასრულდება 11 მარტს.
მოსახლეობასთან შეხვედრებში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები,ხელმძღვანელი პირები.თითოეული ადამიანის აზრი იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრები ჩატარდება საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
თათბირზე განცხადება გააკეთა სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბონდო ხეცურიანმა,რაც ეხებოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის აცრებთან დაკავშირებით შესაბამისი სტატისტიკის მომზადებას,აგრეთვე,დიზელის საწვავის გაცემის წესებს.
თათბირზე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე.

სიახლეები