სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი თათბირი ჩატარდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი თათბირი ჩატარდა.
მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მერის ახალი პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი წარუდგინა.მან აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი მახათაძე შეცვალა.
ბატონი ერასტი მეტრეველი დაიბადა 1970 წელს.1993 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით,2001კი თბილისის დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი- სამარალთალმცოდნის სპეციალობით.
მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში,მათ შორის:შინაგან საქმეთა სამინისტროში,სამსახურის უფროსად;ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, განყოფილების უფროსად;სხვადასხვა კერძო ფირმაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე;გარემოს დაცვის ინსპექციაში დასავლეთ საქართველოს და კახეთის ბიუროს უფროსად;2014-17 წლებში გახლდათ ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე;2012-14 წლებში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რაჭა-ლეჩხუმის და ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინატორი.
ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
თათბირზე განხილულ იქნა სხვადასხვა საკითხები.მერმა ისაუბრა ,,სოფლის პროგრამებთან" დაკავშირებით,განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აზრი.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე.
თათბირზე ხელმძღვანელებმა ანგარიში მოისმინეს ყველა სამსახურის წარმომადგენლისაგან.დაისახა სამომავლო გეგმები
თათბირს მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ ხეცურიანი.

სიახლეები